ჩვენს შესახებ
კომპანია შესყიდვების მართვის ჯგუფი / PROCUREMENT MANAGEMENT (PM) GROUP ოფიციალურად დარეგისტრირდა 2022 წელს. იგი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს შესყიდვების პროცესის გამარტივებას მონაწილე მხარეებისთვის.
სწორედ ამ მიზნით PM GROUP-ის გუნდის მიერ შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ელექტრონული სისტემა www.spm.ge, რომელზეც გუნდი დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. ის გაძლევთ საშუალებას გაამარტივოთ შესყიდვების აღრიცხვა და მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომის დაშვების რისკი.
პროდუქტი
www.spm.ge ეს არის შესყიდვების მართვის ინოვაციური ელექტრონული სისტემა, რომელშიც მოცემული ფუნქციონალი მომხმარებელს, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელ შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას მარტივად დაგეგმონ და მართონ შესყიდვების პროცესი. სისტემა მოიცავს ისეთ მოდულებს როგორიცაა: შესყიდვების გეგმის მართვა, ხელშეკრულებების მართვა, მიმწოდებლების (კომპანიები) ბაზა, შაბლონები (შესყიდვების პროცესში გამოყენებული დოკუმენტაციის მოდელური ნიმუშები), რეკომენდაციები და ანალიტიკა.
სისტემა ნებისმიერ ოპერაციას - აღრიცხვას, გაანგარიშებებსა და გამოთვლებს, სხვადასხვა ვადების
შეხსენებებს და ა.შ. ახორციელებს მომხმარებლის მიერ შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე.
მომხმარებელს სისტემასთან წვდომა შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან.
სისტემის გამოყენებით შესყიდვების მართვის პროცესი გაცილებით მარტივია და მას მინიმუმამდე
დაყავს პროცესში დაშვებული შეცდომების რისკი.
ხელშეკრულებები
წლიური გეგმა
კომპანიების ჩამონათვალი
ანალიტიკა
გამომთვლელი
სერვისები
კომპანია PM GROUP გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას
შემსყიდველ ორგანიზაციებს
- კონსულტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემატიკაზე.
- ნებისმიერი სირთულის შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება.
- ბაზრის კვლევის პროცედურა, ფასის დადგენა და პოტენციური მიმწოდებელების მოძიება.
- სატენდერო/საკონკურსო წინადადების შემუშავება და გამოცხადება.
- ხელშეკრულების შედგენა.
- შესყიდვის მიმდინარეობის შესრულების კონტროლი.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის სხვადასხვა საფუძვლით შეთანხმება (SMP მოდული), მათ შორის: გადაუდებელი აუცილებლობა, ექსკლუზივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება და სხვ.
- კონსულტაცია სახელმწიფო შესყიდვით ისეთი ტიპის შესყიდვების განხორციელებისას როგორიცაა: მშენებლობა (მათ შორის Design-Build მეთოდი), სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით მათ შორის: იურისტი, ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი, არქიტექტორი, ხარჯთაღმრიცხველი და სხვა.
- სამართლებრივი კონსულტაცია და წარმომადგენლობა დავების საბჭოსა და სასამართლოში.
მიმწოდებელ ორგანიზაციებს
- კონსულტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემატიკაზე.
- სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებში (ტენდერი, კონკურსი, კონსოლიდირებული ტენდერი) შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონაწილეობა.
- დავების საბჭოში და/ან სასამართლოში გასაჩივრება და წარმომადგენლობა.
- შავი სიის გასაჩივრება.
- თეთრ სიაში რეგისტრაცია.
- ამხანაგობის (ერთიანი საქმიანობის) რეგისტრაცია.
- შესყიდვის მიმდინარეობის კონტროლი მათ შორის: მიწოდების ვადების დაცვა, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადების, ანაზღაურების ვადებისა და მოცულობების კონტროლი.
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის მომზადება.
- სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.
ფასები
შესყიდვის გეგმის მოცულობა > 50 000 ₾
ადმინისტრატორი
₾55 / თვე
- ძირითადი ფუნქციონალით სარგებლობა
მენეჯერი
₾90 / თვე
- ინფორმაციასა და ანალიტიკაზე წვდომის უფლება
შესყიდვის გეგმის მოცულობა < 50 000 ₾
ადმინისტრატორი
₾35 / თვე
- ძირითადი ფუნქციონალით სარგებლობა
მენეჯერი
₾65 / თვე
- ინფორმაციასა და ანალიტიკაზე წვდომის უფლება
კონტაქტი
საქართველო, თბილისი, ე. მინდელის ქ. N22
info@spm.ge
+995 551 11 33 11
+995 599 78 75 70